LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

178
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კომუნიკაბელური და გონებამახვილი ტყუპების, მთვარე კი შეუპოვარი და მიზანდასახული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამარჯვების მმართველი პლანეტის – იუპიტერის ერთი წლით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით, პირველ რიგში აქტიური და მიზანდასახული ადამიანები იხეირებენ, რომლებიც ყოველთვის თამამად განაცხადებენ საკუთარი იდეების შესახებ, განახორციელებენ რეფორმებს დ არასდროს შეუშინდებიან გარისკვას.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ურთიერთობის და პრობლემური საკითხების გასარკვევად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინებაა, ვაჭრობა და კომერცია.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად და დიეტის დასაწყებად. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის, ხორციანი კერძების და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ასევე აქატი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები