დღე გეომაგნიტურია, რაც დამატებით დატვირთვას უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და საერთო დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტის მიღება.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:43 წუთიდან 20:55 საათამდე. ამ 12 წუთის განმავლობაში იზრდება ყურადღების მოდუნებისა და ტრავმული ან ავარიული შემთხვევების ალბათობა, ამიტომ მძღოლებმა და ქვეითებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
დღის რეკომენდაციები – დღეს მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და ქმედებებს – ნებისმიერი გაუაზრებელი ნაბიჯი შეიძლება კონფლიქტის ან გაუგებრობის მიზეზი გახდეს. ამასთანავე, დღე ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებსა და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – დღეს ვერ იტანენ შეზღუდვებს და შესაძლოა მძაფრი ემოციური რეაქცია ჰქონდეთ.
ჯანმრთელობა – კარგია ფილტვების, ბრონქების, მხრებისა და ხელების მკურნალობა, ასევე მასაჟი და სუნთქვითი ვარჯიშები. საკვებში სასურველია შეიტანოთ ზღვის პროდუქტები და მჭლე ხორცი – ეს დადებითად აისახება ენერგეტიკულ და ფიზიკურ ბალანსზე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა და საზარდული, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, ხელს უწყობს უცხოელებთან კონტაქტს, უცხოეთში კაპიტალდაბანდებას, ტურისტულ ლაშქრობებსა და მგზავრობას. ასევე წარმატებულია დღე მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების, სულიერი და ინტელექტუალური განვითარების, მეგობრული შეხვედრებისა და პროფესიული კომპეტენციის წარმოსაჩენად. ხელსაყრელია ხელშეკრულებების დადებაც. ნეგატიურია დღე მშენებლობის დასაწყებად, სისხლის გადასხმისთვის, ყურების გახვრეტისთვის და სარკასტული გამონათქვამების გამოსაყენებლად.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად მოქმედებს მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე, ხოლო შედარებით დაძაბულია თხის რქისა და ქალწულისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია და წარმატების კუთხით საშუალო დონეზე ჩაივლის.