მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი 21:45-დან ღამის პირველ საათამდე გრძელდება. ამ დროს ყურადღება სუსტდება და იზრდება ტრავმებისა და გაუფრთხილებლობის ალბათობა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
ამასთან, დღე გეომაგნიტურია. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის მერყეობა. სასურველია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლის პროფილაქტიკა.
დღის რეკომენდაცია – გაითვალისწინეთ, დღეს კოლექტიური მოქმედება უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური. შესაძლებელია დაკარგული ნივთების პოვნა.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს შესაძლებელია მჭიდრო და ნდობით აღსავსე კავშირის ჩამოყალიბება. ეცადეთ იყოთ გახსნილი და გულწრფელი.
ჯანმრთელობა – სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქტიული სისტემა. სასარგებლოა ყელ-ყურ-ცხვირის მკურნალობა. არასასურველია რენტგენოლოგიური გამოკვლევები, სხივური თერაპია.
დღის ფერები და მინერალები – სასიკეთო ენერგიების მოზიდვაში დაგეხმარებათ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი, იასპი. ფერებიდან – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.