მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:37-დან 18:32 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური დღეა სულიერი ენერგიის დაგროვებისთვის, ამიტომ არ ღირს ყვირილი და ჩხუბი, გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირებაში ჩაბმა.
პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ ეჭვიანობისა და წვრილმანებს ჩაძიებისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ცისფერი, ასევე მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.