LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

167
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე რომანტიკული და სენტიმენტალური თევზების, მთვარე კი მეგობრული და თავისუფლების მოყვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ფორიაქს, ენერგიის და ემოციების ფუჭად ხარჯვას.

 თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლოს გამხელისგან, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული სწორედ დღეს შეხვდეთ თქვენს საბედოს ან ურთიერთობა აღადგინოთ ძველ პარტნიორთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, რეფორმატორული და ნოვატორული საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტის სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელისა და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები