მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყება დილის 06:08 საათზე და გაგრძელდება 24:00 საათამდე. ამ დროს ადამიანებში დაქვეითებულია ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი უყურადღებობის ფონზე. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილებით, თავბრუსხვევით, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებით და სხვა დისკომფორტით. რეკომენდებულია წამლის პროფილაქტიკა, დასვენება და ორგანიზმის ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილება.
მთლიანობაში, ეს არის გაუგებარი ქცევებისა და უცნაური გადაწყვეტილებების მიღების დღე. მაღალია მოულოდნელი, მაგრამ ერთდროულად იღბლიანი შეხვედრის ალბათობაც.
პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელსაყრელია სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ასევე მეგობრული კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანი, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება. სასურველია ალერგიის გამომწვევი პროდუქტების და ზედმეტი სითხის მიღების თავიდან აცილება.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიური ტენდენციებია სწრაფად შესასრულებელი საქმეები, კოსმეტიკური პროცედურები, კბილების, ტერფების, სისხლძარღვებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშები.
წარმატებულია შემოქმედებითი საქმიანობა, დიზაინი და არქიტექტურა. დღევანდელი დღე ხელს უწყობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაწევრიანებას, საიუბილეო საღამოების მოწყობას, ექიმებთან კონსულტაციასა და მკურნალობის დაწყებას. ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობაც მაღალია.
ნეგატიურ ტენდენციებში შედის მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ალერგიის პროვოცირება და ზედმეტი სითხის მიღება.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და საფირონი, რომლებიც მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და ყვითელი ტონები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. ნეგატიურია ქალწულისა და მორიელისათვის.