LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1159
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ფრინველის ხორცით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები