მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 00:00-დან 11:12 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება კუროს ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მით უფრო, რომ ერთი-ორად მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
დაანახეთ მთვარე ფული! დადეთ რკინის მონეტა აივანზე ან ფანჯრის რაფაზე. ამგვარი რიტუალი ფულის მოზიდვასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური, ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისა და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, გიშერი, ონიქსი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და სასწორს.