მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:25-დან 23:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ენერგოველის დაბინძურების და თვალის აღების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპების, მშვილდოსნისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის პრობლემები შეექმნებათ.
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, იასპი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.