LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3999
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და საერთო ფიზიკური დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია წნევის კონტროლი და, საჭიროებისამებრ, პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება და 12:05 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში იზრდება ყურადღების დაქვეითების, ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაციები – დღეს და ხვალ სასურველია მოერიდოთ კამათს, ურთიერთობებისა და ძველი საკითხების გარჩევას, ასევე არასასიამოვნო საუბრებს. დაწყებული საქმე არ მიატოვოთ. კარგი დღეა ახლობლებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად, თუნდაც განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. გონებამახვილობა და მოვლენების სწორად გაანალიზება დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს რთული სიტუაციების მშვიდად და უპრობლემოდ მოგვარებას. ურთიერთობებში შესაძლებელი გახდება კომპრომისის პოვნა და ურთიერთგაგების განმტკიცება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ყელის, თირკმელების, კანისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ქირურგიული ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას, ასევე თხილისა და ციტრუსის მიღებას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მგზავრობისთვის და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისთვის. არ არის რეკომენდებული სულიერი და ფიზიკური გადაღლა. არასასურველია ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდებები და ხელშეკრულებების გაფორმება.

დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა იზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან განსაკუთრებით სასიკეთოა წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე ესაჭიროებათ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები