მზე დღეს მერწყულის, ფრიად თავისუფლების მოყვარე, მეგობრულ ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე მეტად კონსერვატიულ, ტრადიციულ, შრომისუნარიან, ნებისყოფიან, პრაგმატულ, თხის რქაში ინაცვლებს. ამ ზეგავლენის შედეგად, თითოეულ ადამიანში იჩენს აღნიშნული თვისებები.
მთლიანობაში, დღე კარგია ყოველდღიური საქმიანობისთვის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
დღეს მეტად დაიცავით სიმშვიდე და წესრიგი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია უძრავი ქონების შეძენა, რემონტი, მცენარეების დარგვა-გადარგვა, მიწათმოქმედება, სარესტავრაციო სამუშაოები, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება, ექიმებთან კონსულტაცია, მანქანის ყიდვა გაყიდვა, ტატუს გაკეთება.
მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელმძღვანელებთან კონტაქტს, ვაჭრობას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებას, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას (განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა), მანუალურ მასაჟს, ბიოლოგიური დანამატების მიღებას, ალერგიულ პროდუქტებს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილების ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.
ნუ დაღლით თვალებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, აქატი, მალაქიტი, ოპალი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ყავისფერს, კრემისფერს, მწვანეს, ნაცრისფერს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის და თევზებისთვის, შედარებით დაძაბულია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.