ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების შედეგად გაიზრდება ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა. მოიმატებს აგრესია, ბრაზი და გაღიზიანება, ორჭოფობა და ილუზიებისადმი მიდრეკილება.
მოერიდეთ შურიან და დაბოღმილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება ჭორებით და ინტრიგებით, მოტყუებით და თაღლითობით თქვენთვის ზიანის მოყენებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება, ფულის სესხება და ვალად აღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ რძის პროდუქტის, ხორციანი კერძების და ალკოჰოლური სასმელის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხელებს და მხრებს, ფილტვებს და ბრონქებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, ლაბრადორ, აკვამარინი, ამაზონიტი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.