მზე იმყოფება სასწორის მეტად კომუნიკაბელურ, გონებამახვილ, მშვიდობიან და დიპლომატიურ ნიშანში, ხოლო მთვარე დღეიდან გადადის მშვილდოსნის ოპტიმისტურ, ენერგიულ და უშიშარ მებრძოლ ნიშანში.
დღის რეკომენდაციები – დღეს ილოცეთ, დალოცეთ ახლობლები და შეეცადეთ გაახაროთ ერთმანეთი. დილიდანვე კარგი განწყობის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან შუადღის შემდეგ გაიზრდება კრიტიკულობისა და დაპირისპირების ტენდენცია. სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვებისა და ბრონქების მკურნალობა, მასაჟი. მოერიდეთ მშენებლობასა და სისხლის გადასხმას. ნურავის მოუყვებით თქვენი სიზმრების შესახებ – დღევანდელი სიზმრები პირადი საიდუმლოდ შეინახეთ.
პარტნიორული ურთიერთობები – გაძლიერდება თავისუფლებისა და პირადი სივრცის მოთხოვნილება. სასურველია ზედმეტი დაპირისპირებისა და პროვოკაციებზე აყოლის თავიდან აცილება. ხელსაყრელია კონტაქტები უცხოელებთან, პარტნიორული თანამშრომლობა და იურიდიული საკითხები.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია იურიდიული საქმეებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის. ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს, უცხოელებთან კონტაქტებს, მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. ასევე ხელსაყრელია კაპიტალდაბანდებებისთვის და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. დღეს და ხვალ ხელსაყრელი დღეებია მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, თუმცა აუცილებელია ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მიღება და პროვოკაციებზე არ აყოლა, რადგან ასეთი ტენდენცია მაინც იარსებებს.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციები ამ ორგანოებზე რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის ფერები და მინერალები მინერალები: ფირუზი, ლალი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს, ხოლო ფერებიდან წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, იისფერი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ვერძისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის. შედარებით რთულია კირჩხიბის, თევზებისა და ქალწულისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატების დონეს ინარჩუნებს.