LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

144
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:00-დან 12:49 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავი შეიკავეთ ფარულად მოქმედებისა და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმისგან, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.  

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და იმუნიტეტს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარჯანი, ამეთვისტო, გიშერი, მარგალიტი და ალექსანდრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები