LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

542
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა თქვენი დაბნეულობითა და თვითრწმენის დაკარგვით სხვებმა არ ისარგებლონ და არ შეგიყვანონ შეცდომაში.

თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და  გადაწყვეტილების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – პარტნიორთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობის ღონისძიებების მოწყობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისა და კანის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და ტერაკოტისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები