ისევე როგორც გუშინ, დღევანდელი დღეც გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება.
დღის რეკომენდაციები – დღეს მაღალია ცდუნებების, ილუზიებისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ზოგიერთში შეიძლება გაძლიერდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სურვილი. მოერიდეთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, ზედმეტ გადაღლას და კამათს. აკონტროლეთ ემოციები, აგრესია, პირდაპირობა, სულსწრაფობა და ეგოიზმი.
ჯანმრთელობა – შედეგიანია თირკმელების, კანის, ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ამავე დროს სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალების გადაღლას და აკონტროლეთ წნევა. საკვებ რაციონში სასურველია ბოსტნეული, ცეხვილი პური, ასკილის ჩაი და თაფლი, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და აძლიერებს იმუნიტეტს.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთული და ნეგატიურია ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებისთვისა და ხელშეკრულებების დასადებად. სასიკეთოა სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან კონტაქტისთვის, საყოფაცხოვრებო და სპორტული ნაწარმის შესაძენად. ხელსაყრელია მგზავრობა, მოგზაურობა და ტანსაცმლის შეძენა.
დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს.
ფერებიდან განსაკუთრებით ხელსაყრელია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ლომისა და სასწორის წარმომადგენლებზე. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია კუროსა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე ესაჭიროებათ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.