LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3364
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც განსაკუთრებით მწვავედ შეიძლება აისახოს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილები, წნევის მერყეობა, გაღიზიანება, საერთო ფიზიკური და ემოციური დისკომფორტი. მნიშვნელოვანია წნევის რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლის მიღება.

ეს დღე, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ხელს უწყობს თვითშემეცნებას, ლოცვასა და მედიტაციას, რაც დადებითად იმოქმედებს ემოციურ ფონზე. ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის და საბანკო ოპერაციებისთვის დღე მეტად ხელსაყრელია. საჭირო იქნება დიპლომატიური მიდგომა – რაც მეტად გამოავლენთ მოთმინებას, მით უკეთ შეძლებთ კონფლიქტებისა და დაპირისპირების თავიდან აცილებას.

პარტნიორული ურთიერთობები – მოსალოდნელია დაბნეულობა, გაურკვევლობა, ზედმეტი სენტიმენტალობა. სასურველია მეტი ტაქტი და ემოციური გონიერება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ, განსაკუთრებით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. დღის ენერგია კი დადებითად აისახება ლიმფური სისტემის, ტერფებისა და თვალების მკურნალობაზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – არ არის რეკომენდებული ახალი ნაცნობობის წამოწყება, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სარისკო მოქმედებები. დღეს ხელსაყრელია საბანკო და ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა, დიეტის დაწყება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი, ხოლო ნაცრისფერი, ბეჟი, ყვითელი, ნარინჯისფერი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი ბუნებრივ შარმსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური გავლენა ექნება: კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. დაძაბული ფონია: ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის – ამ ნიშნების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგრადობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები