LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2264
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება კირჩხიბის – მეტად ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ ზოდიაქოს ნიშნში, ხოლო მთვარე ლომში – აქტიური, ენერგიული, მებრძოლი სულისკვეთების მქონე, ორგანიზატორული უნარების მქონე ზოდიაქოს ნიშნში. ამ ასტროლოგიური ზეგავლენის შედეგად ადამიანებში უფრო მეტად იჩენს თავს სურვილი, მოექცნენ ყურადღების ცენტრში და მოიპოვონ აღიარება.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი წონასწორობის დაცვა.

პარტნიორული ურთიერთობები – რეკომენდებულია თავი აარიდოთ მწვავე თემების განხილვას, რათა არ გამოიწვიოს კონფლიქტი ან ემოციური დაძაბულობა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია სწავლისთვის, სულიერი ზრდისთვის, წარმატების მიღწევისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. დადებითად აისახება ინვესტიციებზე და კარგია კულტურულ-გასართობი თუ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად. არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა ან ყურის გახვრეტა.

პოზიტიური დღეა ტანსაცმლის, ძვირფასეულობისა და პარფიუმერიის შესაძენად. ასევე წარმატებას მოიტანს ლატარიის ბილეთის შეძენა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა და ახალი სამსახურის დაწყება. ხელს უწყობს მეგობრულ კონტაქტებსა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ჯანმრთელობა – დღე ეფექტურია თვალების, ნერვული სისტემის, კუნთებისა და ვენების მკურნალობისთვის. მოერიდეთ ცხიმიანი ხორცის მიღებას, ასევე — ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, საუნას, აბანოს, სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას და ნერვიულობას.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რადგან მისი ენერგეტიკული ფონი შედარებით დასუსტებულია.

მინერალები და დღის ფერები – სასიკეთო ენერგიების გასაძლიერებლად გამოიყენეთ სერდოლიკი, ბრილიანტი, ქარვა, სარდიონი და მთის ბროლი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ და ლურჯ ტონებს — ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და ბუნებრივ შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომისა და მერწყულისთვის. შედარებით დაძაბული ფონი იქნება კუროსა და თევზების ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები