LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2675
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, თავისუფლებისმოყვარე და მეგობრული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ასაკოვანი ნათესავების რჩევები.

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან დღეს განსაკუთრებით გაძლიერდება შური და წყენა, ჭორები და ინტრიგები.

არ ღირს ფანტაზიებს და ილუზიებს აყოლა, უმჯობესია იმოქმედოთ მიმდინარე მოვლენებსა და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას, უმჯობესია იაროთ და აქტიურად იმოძრაოთ. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ კუროს, ლომის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები