LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1467
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მიზანსწრაფული და ზოგჯერ აგრესიული ვერძის, მთვარე კი, ჯიუტი და შეუპოვარი, ორგანიზებული და დისციპლინირებული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ყურადღებით მიადევნეთ თვალი დღის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ იმ შეცდომებისგან თავის დაღწევას, რომელთაც სხვები უშვებენ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებისთვის. ნაკლებად გამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენს, სხივური თერაპიის კურსსა და გინეკოლოგიურ გამოკვლევას, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ყელ-ყურისა და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და ქრიზოპრაზი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები