LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

960
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული მორიელის, მთვარე კი მოწესრიგებული და ორგანიზებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია პარტნიორთან ურთიერთობაში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ძველი იდეებისა და გეგმების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები