დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლობლებთან ურთიერთობებზე ფოკუსირება – დღის ენერგია ხელს უწყობს გულწრფელ საუბრებსა და ურთიერთგაგებას. სასარგებლოა დროის დახარჯვა სწავლასა და ახალი ცოდნის მიღებაზე, განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლაზე.
დღის რეკომენდაცია – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ მსხვილ ოპერაციებს, ვაჭრობასა და გავლენიან პირებთან კონფლიქტურ ურთიერთობებს.
პარტნიორულ ურთიერთობები – ეცადეთ ზომიერება შეინარჩუნოთ. ზედმეტი მზრუნველობა შეიძლება უკუეფექტად იქცეს და ურთიერთობა დაძაბოს.
ჯანმრთელობა – ეფექტურია კუჭნაწლავის, მკერდის, კანისა და ფრჩხილების მკურნალობა. სასურველია ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე ყოფნა და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა. სტრესულ მდგომარეობაში მძიმე საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. კვების მხრივ გამორიცხეთ თხილი, თაფლი და ალერგიის გამომწვევი სხვა პროდუქტები. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანი, ამიტომ მათი გადატვირთვა ან ოპერაციები ამ ორგანოებზე დღეს არ არის სასურველი.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე პოზიტიურია ისეთი საქმიანობებისთვის, რომლებიც მოითხოვს სიზუსტესა და გამძლეობას. ხელს უწყობს მანქანის ყიდვა-გაყიდვას, სარესტავრაციო სამუშაოებს, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას, უძრავი ქონების ოპერაციებსა და ექსპერტიზის ჩატარებას.
კარგი პერიოდია ასევე ნადირობისა და თევზაობისთვის, კოლექციების შესაგროვებლად. დღეს არ არის რეკომენდებული ქორწინება, ახალი პარტნიორული კავშირების დაწყება ან თანამშრომლების მიღება. ფიზიკურად მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. სტომატოლოგიური პროცედურები სასურველია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთო ენერგიებს იზიდავენ ონიქსი, აქატი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ოპალი – მათი გამოყენება დღეს განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს. ფერებიდან ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე ხელსაყრელია კუროს, კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული იქნება სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მეტი სიფრთხილე მართებთ ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.