LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5271
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება სასწორის მშვიდობიან, დიპლომატიურ და კომპრომისულ ნიშანში, ხოლო მთვარე – ოპტიმიზმითა და მხიარულებით აღსავსე მშვილდოსანში. ეს ტენდენციები დღის განმავლობაში უფრო მეტად აისახება თითოეული ადამიანის ხასიათში. მოიმატებს ინტუიცია და იღბალი, თუმცა იმავდროულად გამძაფრდება ტყუილისა და კრიტიკის გამოვლინება. პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია იუმორის დახმარებით.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტებისთვის, მოგზაურობისა და ტურისტული ლაშქრობებისთვის. ასევე ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს. ინტუიციაზე დაყრდნობილი ქმედებები წარმატებული იქნება. დღე სასიკეთოა სწავლისთვის, კაპიტალდაბანდებისთვის, პრეზენტაციებისა და აუქციონების ჩატარებისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის. მოერიდეთ მშენებლობასა და სისხლის გადასხმას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, განსაკუთრებით ქუჩაში.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე დღეს სასურველი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშები და მასაჟი. საკვებ რაციონში შეიტანეთ მოხარშული ბოსტნეული და თევზეული, რაც გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

დღის ფერები და მინერალები – ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ამეთვისტო, იაგუნდი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ხოლო ფერებიდან – წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი, ლურჯი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე ლომისთვის და სასწორისათვის. შედარებით რთულია კუროსთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატების დონეს ინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები