LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

263
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილის 08:22 საათზე და გაგრძელდება 12:19 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

ამასთან, დღე გეომაგნიტურია. უარყოფითი მთვარის ენერგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, არტერიული წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აკონტროლეთ წნევის მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის რეკომენდაციები – რადგან დღე ტრავმებისა და ავარიების თვალსაზრისით რისკიანია, ნუ ჩაატარებთ სახიფათო ექსპერიმენტებს. იყავით ყურადღებით და ფრთხილად. აკონტროლეთ ხასიათში ეგოიზმი, ამპარტავნება, გადაჭარბებული სიამაყე და ამბიციურობა.

პარტნიორული ურთიერთობები – კარგია რომანტიკული ვახშამი და პარტნიორის მშობლების გაცნობა. საღამოს შესაძლებელია ეჭვიანობისა და პრეტენზიულობის მატება, ამიტომ სასურველია ემოციების კონტროლი.

ჯანმრთელობა -სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, თევზეული და წიწიბურა. მოერიდეთ აბანოს, საუნას, სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას და გადაღლას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი გარიგებებისა და ფინანსური ხელშეკრულებების დადება, საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლა, ნიშნობა და ქორწინება. არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ ხელმძღვანელები, რადგან ეს სერიოზულად დააზიანებს მათთან ურთიერთობას. არ გააფორმოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტები. დღე სასიკეთოა ახალი სამსახურის დაწყებისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, იურიდიული საქმეებისთვის. ხელს უწყობს მშენებლობასა და სხვადასხვა სახის საყიდლებს.

დღის მინერალები და ფერები – მთის ბროლი, სერდოლიკი, ბრილიანტი და ქარვა მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ვერძისა და ტყუპების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მორიელისა და თევზების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები