LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1972
მიხეილ ცაგარელი

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 23 მაისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ერთის მხრივ, პრაქტიკულობა და პრაგმატულობა, მეორეს მხრივ, სიჯიუტე და პრინციპულობა გაძლიერდება, სასიყვარულო პარტნიორებს შორის კი, მოიმატებს რომანტიზმი და სენტიმენტალიზმი, ურთიერთნდობა და ერთგულება.

მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას, სახლის კეთილმოწყობას და კომფორტული გარემოს შექმნას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები