მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:19-დან 10:37 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
აკონტროლეთ გამონათქვამები, არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი პრინციპების დაცვა.
გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის პრობლემების შექმნას.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, არ ღირს საკუთარი გეგმების გათქმა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი ამბიციების გამოვლენა და პარტნიორისთვის საკუთარი უპირატესობის მტკიცება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ რძის ნაწარმის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ნეფრიტი, ტოპაზ, აკვამარინი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.