LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1536
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და მიზანდასახული თხის რქის, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ კონფლიქტებს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი სულგრძელობა პარტნიორის სისუსტეების მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურებისთვის, ბრონქებისა და ფილტვების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები