LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2716
მიხეილ ცაგარელი

დილის 06:14 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. მისი ენერგია ამცირებს კონცენტრაციას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაცია – დღე ხელს უწყობს ადრე დაგეგმილი საქმეების წარმატებით განხორციელებას. ხელსაყრელია შუშის, ფაიფურის და ვერცხლის ნივთების გაწმენდა, საახალწლო საჩუქრების შეძენა. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს.

პარტნიორული ურთიერთობები – დღე ხელს უწყობს სადავო საკითხების წარმატებით მოგვარებას.

ჯანმრთელობა – მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თავის, გრძნობათა ორგანოებს, სისხლძარღვთა სისტემასა და ყელის არეს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. მოერიდეთ თვალებისა და ორგანიზმის საერთო გადაღლას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია ტექნიკასთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, მგზავრობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. არ არის სასურველი ქორწინება, საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდებები და ხელშეკრულებების დადება. დღეს წარმატებას მიიღებთ მეგობრული კონტაქტების, ახალი ნაცნობობისა და კულტურული ღონისძიებების დროს. ხელს უწყობს უძრავი ქონების შეძენას, ვაჭრობას, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას.

დღის მინერალები და ფერები –  დადებით ენერგიასა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს: ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, აქატი, მალაქიტი.ხოლო ფერები, რომლებიც დღეს ხელს უწყობენ შარმსა და მიზიდულობას არის: წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ბეჟი, მწვანე.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება მშვილდოსანსა და მერწყულზე. დაძაბულია კირჩხიბებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მართონ დღის პროცესები. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები