LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

677
მიხეილ ცაგარელი

დღე ყურადღებას ითხოვს, რადგან ცოტა რთული, გეომაგნიტური, დაძაბულია და უკავშირდება ახალმთვარეობას. მოგეხსენებათ, ახალმთვარეობა მძიმე კოსმოსური ენერგიების დღეა, რადგან ამ დღეს მზის და მთვარის ენერგიები ერთმანეთს ხვდებიან მერწყულის ზოდიაქოში, რაც ზრდის ავარიების, ტრავმების, კონფლიქტების წარმოქმნას, დეპრესიის, სიჯიუტის გაღვივებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მეტი შეცდომების დაშვებას.

დღე ცოტა ფრთხილად გაიარეთ და აკონტროლეთ ემოციები.

დღეს ყური დაუგდეთ უფროსი თაობის ქალბატონების, დედების რჩევებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს ნუ გასცემთ ფულს და ასევე ნუ აიღებთ ვალს, მოერიდეთ ყიდვა გაყიდვას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ გათქვამთ საიდუმლოს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, სასურველი არ არის მცენარეების დარგვა-გადარგვა.

დღე პოზიტიურია საზოგადოებრივი საქმეებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის, სწავლისთვის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის, დიეტის დაწყებისთვის.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ გიშერი, საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ციტრინი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ პოზიტიურ, სასიკეთო ენერგიებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ვერცხლისფერს, ვარდისფერს, ცისფერს. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბულია ქალწულებისთვის, თხისრქებისთვის, თევზებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები