LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1925
მიხეილ ცაგარელი

დღეს 15:00-დან 15:46 საათამდე იწყება მთვარის მიმართულებადაკარგული პერიოდი, რომლის დროსაც ძლიერდება მისი ნეგატიური გავლენა და იკლებს ყურადღების კონცენტრაცია. აღნიშნული ინტერვალი განსაკუთრებით მოითხოვს სიფრთხილეს მძღოლების მხრიდან, რათა გაფანტულობამ, კონცენტრაციის დაკარგვამ არ გამოიწვიოს ავარიები ან ტრავმული შემთხვევები.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს მაღალია ემოციური დაძაბულობის ალბათობა. მოსალოდნელია ეჭვიანობა, კრიტიკა, პრეტენზია. თავი აარიდეთ წვრილმანებზე კონცენტრაციას და ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

ჯანმრთელობა – დღის გეომაგნიტური ველი ნეგატიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე, რაც შესაძლოა გამოიხატოს თავის ტკივილით, წნევის მატებით, უგუნებობითა და ზოგადი გაღიზიანებით. რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული მედიაციის მიღება. სასურველია კვების რაციონში ჭარბად შედიოდეს ხილი, ბოსტნეული და ახლად გამოწურული წვენები.

არ არის მიზანშეწონილი გადაჭარბებული ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა და ნერვული სისტემის გადაღლა, რადგან დღევანდელი დღე განსაკუთრებით ზემოქმედებს გულის ზონაზე. დღეს განსაკუთრებით სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი, ნაწლავები, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღის პირველ ნახევარში (15:00 საათამდე) უმჯობესია თავი შეიკავოთ ბინის ან ადგილსამყოფლის შეცვლისგან, ნიშნობა და ქორწინებისგან, აგრეთვე სოლარიუმისა და საუნის გამოყენებისგან. არ არის რეკომენდებული ფინანსური გარიგებები.

დღე სასიკეთოა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის, საყიდლების, მეგობრული კონტაქტების, ლატარიის ბილეთის შეძენისა და მშენებლობის დასაწყებად. საღამო რეკომენდებულია სახლის დალაგებისთვის, დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, სწავლისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის და დიეტის დასაწყებად.

მინერალები და დღის ფერები – დღეს ხელსაყრელად მოქმედებენ შემდეგი მინერალები: ბრილიანტი, ქარვა, მთის ბროლი და სარდიონი — ისინი აძლიერებენ დადებით ენერგეტიკულ ველს.

ფერთა ტონებიდან რეკომენდებულია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ბეჟი. დღის მეორე ნახევარში უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ და მწვანე ფერებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანია დღე ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები