LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1938
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:41-დან 23:54 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა გეგმების დასახვისთვის, რადგან მარტივად შეძლებთ დღეს ჩაფიქრებულის განხორციელებას.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას, სარკაზმსა და აგრესიის გამოვლენას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ბინის დალაგებისა და მოწესრიგებისთვის, ნაკლებად გამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს რენტგენის, სხივური თერაპიის კურსის და ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული და გადაუდებელი შემთხვევების გარდა, კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები