გეომაგნიტური დღეა, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევას და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ პროფილაქტიკური წამლები.
დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასტროლოგიური თვალსაზრისითაც – მერკური, გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში, სადაც დარჩება 19 ნოემბრამდე. ამ გავლენის შედეგად ადამიანებში გაიზრდება გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, უცხო ენების შესწავლის სურვილი, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, ასევე მოგზაურობისა და ახალი ცოდნის მიღების ინტერესი. თუმცა ამავდროულად მოსალოდნელია სარკასტული გამონათქვამები, იმპულსურობა და ფულის არარაციონალური ხარჯვა – მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი ეს უარყოფითი თვისებები მოითხოვს განსაკუთრებულ თავშეკავებასა და სიფრთხილეს.
დღის რეკომენდაცია – მიუხედავად გეომაგნიტური ზემოქმედებისა სიცოცხლისუნარიანობა იზრდება. დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში საჭიროა მოთმინება – ეცადეთ ნაკლები პრეტენზია და მეტი შექება გამოავლინოთ. მოერიდეთ წუწუნსა და ზედმეტად საუბარს, განსაკუთრებით საიდუმლო საკითხებზე. დღე კარგია სამშენებლო და სამღებრო სამუშაოების ჩასატარებლად, ბინის შესაცვლელად, დიეტის დასაწყებად და ფიზიკური განტვირთვისთვის.
ჯანმრთელობა – დღე ხელსაყრელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მკურნალობისთვის, თუმცა არ გადაიღალოთ თვალები და მოერიდეთ ხანგრძლივად ფეხზე დგომას. საკვების მხრივ რეკომენდებულია უცხიმო თევზი, მჭლე ხორცი, ბოსტნეული და ლიმონი. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება მხედველობა, ვენები და ნერვული სისტემა, ამიტომ ეცადეთ დასვენებასა და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს სასიკეთო ენერგიას იზიდავენ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი. ფერებიდან პოზიტიურ გავლენას ახდენს ვერცხლისფერი, ნეონისფერი, ცისფერი, წითელი, ვარდისფერი და ყვითელი ტონები
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითად იმოქმედებს დღე ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია პერიოდი მორიელებისა და თხის რქებისთვის.