მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:33-დან 13:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ წვრილმანებს ჩაძიებისა და პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკისგან.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კაპიტალდაბანდებისა და მსხვილი საყიდლებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მეტი დრო დაუთმეთ პირად ჰიგიენას და გარეგნობის მოწესრიგებას. მოერიდეთ გადაღლას, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და ვერცხლისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, წითელი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.