LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2136
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგულ მთვარეს, რომელიც 09:45–14:00 საათამდე მოქმედებს. ამ პერიოდში ყურადღება ადვილად სუსტდება, რაც შესაძლოა ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღე გეომაგნიტურია – სამი დღის განმავლობაში (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი) გეომაგნიტური ენერგიები განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის ცვლილებები და სხვა დისკომფორტი. რეკომენდებულია წნევის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში წამლების პროფილაქტიკა.

პარტნიორული ურთიერთობები – დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეცდომების დაშვება პარტნიორულ ურთიერთობებში. მოერიდეთ ზედაპირულ მსჯელობას.

დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს ხელსაყრელია მეგობრული ურთიერთობები, უცხოელებთან კონტაქტები, საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე კომუნიკაცია. ხელს უწყობს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ნადირობასა და თევზაობას, ასევე მანქანის ყიდვა-გაყიდვას.

დღეს განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი სისტემების, კუჭისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა. მოერიდეთ ტატუს გაკეთებას, სტომატოლოგიურ პროცედურებსა და ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. არ არის სასურველი ვაჭრობა, ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება ან ახალი თანამშრომლის მიღება სამსახურში.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალერგიულ პროდუქტებს, მათ შორის თხილსა და თაფლს. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კბილების ზონა და ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე დღეს სასურველი არ არის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

დღის ფერები და მინერალები – ფირუზი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, აქატი, იასპი გააძლიერებენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი; საღამოს – ბეჟი და ნაცრისფერი აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია დღე თევზებისა და ქალწულებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების და მშვილდოსნისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებისაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები