მზე ამჟამად სიყვარულით და სითბოთი სავსე ლომის ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე აქტიური, ენერგიული და ოპტიმისტი მშვიდლოსნის ნიშანში გადადის, ამიტომ დღეს ადამიანებში გაძლიერდება ლიდერული და ორგანიზატორული უნარები. მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მთვარის მიმართულებადაკარგულ პერიოდს – დილის 05:00 საათიდან 10:02 საათამდე. ამ ინტერვალში ყურადღება იოლად სუსტდება, რაც შეიძლება ტრავმების და გაუფრთხილებლობის მიზეზი გახდეს. ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაციები: დღეს სასურველია აკონტროლოთ აზრები და ემოციები. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. სასიკეთოა ახალი საქმეების დაგეგმვა, შეხვედრები და ურთიერთობების გაღრმავება.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში გაძლიერდება ერთმანეთის დახმარებისა და გვერდში დგომის სურვილი.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, საზარდულს და მენჯ-ბარძაყის ძვალს – ეს მიმართულებები სუსტდება ჯანმრთელობის კუთხით. კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ფილტვების, ბრონქების, ხელების მკურნალობა, ასევე მასაჟის გაკეთება. მოერიდეთ სამშენებლო სამუშაოებს, სისხლის გადასხმას. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხაჭოთი, კვერცხით, თევზით და ბრინჯით – ეს პროდუქტები ორგანიზმის იმუნურ სისტემას გააძლიერებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია კარების, სიგნალიზაციისა და დაცვის სისტემების მოწყობისთვის. კარგი დროა ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის და მგზავრობებისთვის. ხელს უწყობს სპორტული ინვენტარის შეძენას, სწავლის პროცესს, პრეზენტაციებს, საზოგადო საქმიანობას და სულიერ განვითარებას.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთო მინერალებია ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი – მათი გამოყენება მოიზიდავს დადებით ენერგიას და მოამტებს ბალანსს. სასარგებლოა ლურჯი, ცისფერი, წითელი, ყვითელი და იისფერი ფერები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შინაგან ძალას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით დადებითია ვერძის და ტყუპებისთვის. დაძაბული ფონი შეიმჩნევა ქალწულებისა და მორიელებისთვის. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საშუალო დონის წარმატებას მოიტანს