LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2572
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:28-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ქურდობის და მოტყუების, დაცინვის და ინტრიგების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გიაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები