LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1180
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:42-დან 13:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტ ფორიაქს და ნერვიულობას, არ ღირს საიდუმლოს გათქმა, რადგან ზუსტად ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, უძრავი ქონების, ავტომობილის და ძვირფასი ლითონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ ცხარე და შებოლილი საკვების, ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სასმელის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას. 

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები