მიმართულებადაკარგული მთვარის გავლენა – დღეს თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურია მიმართულებადაკარგული მთვარის ფაზა. ამ დროს როგორც მძღოლებმა, ისე ქვეითებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე. გაფანტული ყურადღება და კონცენტრაციის დაქვეითება შესაძლოა გახდეს ავარიებისა და სახიფათო ინციდენტების გამოწვევის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს კომუნიკაციას – აკონტროლეთ სიტყვები და გამოხატვის ტონი. სიფრთხილე ემოციურ რეაქციებშიც მნიშვნელოვანია.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით პოეზიის, ლიტერატურისა და ზოგადად ხელოვნების სფეროსთან კავშირისთვის. წარმატებას მოიტანს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, კოსმეტიკის, ავეჯისა და მუსიკალური ტექნიკის შეძენა.
ასევე ხელსაყრელია მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
თუმცა, რთული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლოა სასურველი შედეგის ნაცვლად მნიშვნელოვანი დანაკარგის მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ქალბატონები – მატულობს ცდუნებების, ილუზიების, ემოციური არასტაბილურობის, იმპულსურობის, მერყეობისა და მოტყუების ალბათობა.
ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყელის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელების ჯანმრთელობას. მოერიდეთ ზედმეტად მარილიან საკვებს, ალერგენულ პროდუქტებს და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთოდ იმოქმედებს ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და იისფერი ტონები. მინერალებიდან ეფექტურია ნეფრიტი, ჟადეიტი, აკვამარინი, ციტრინი და ლაზურიტი – ისინი აძლიერებენ პიროვნულ შარმს და ხელს უწყობენ კოსმოსური ენერგიების დადებით ზემოქმედებას, რაც ზრდის წარმატების შანსს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე იღბლიანი იქნება ტყუპებისთვის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის. შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი ფაზაა ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის.