LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3071
მიხეილ ცაგარელი

ნუ გასცემთ იმ დაპირებებს, რომელთა შესრულების თვითონაც არ გჯერათ.

დააფასეთ მეგობრები და ახლობლები.

არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები