LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1365
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 14:39 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 30 მარტამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, შეუპოვრობას და გონებამახვილობას, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და უკომპრომისობას, ეგოიზმს და უყაირათობას, სიხისტეს და სიფიცხეს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ყელის, თირკმელების, კანის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს. 

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და კრემისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და აქატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები