LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3340
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მორიელის ნიშანში, რომელიც გამოირჩევა მებრძოლი, ინტუიციური, ორგანიზებული და დისციპლინირებული სულისკვეთებით, ხოლო მთვარე გადადის ვერძის ნიშანში, რომელიც ძლიერია აქტიურობით, ენერგიულობით და კომუნიკაბელურობით. ამ ზეგავლენის შედეგად, დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში თვალსაჩინოდ იჩენს აღნიშნული თვისებები.

დღის რეკომენდაცია – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ნუ გადაიღლებით და გამოიჩინეთ თავმდაბლობა. სამსახურში შესაძლებელი იქნება პარტნიორების დარწმუნება და ურთიერთობების გაუმჯობესება. პირად ურთიერთობებში ზედაპირული მსჯელობა შესაძლოა გახდეს წყენის მიზეზი.

ჯანმრთელობა – ნუ გადაღლით თვალებს. ეფექტურია თირკმელების, კანის, ენდოკრინული სისტემის (ფარისებრი ჯირკვალი), შარდასქესო სისტემისა და ყელის დაავადებების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება: თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, გრძნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა: მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, სწრაფად შესრულებადი სამუშაოების შესასრულებლად, ავეჯის შესაძენად. მოერიდეთ კამათს, პლასტიკურ ოპერაციებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა), კაპიტალდაბანდებებს, ხელშეკრულებების დადებას, ქორწინებას, ფინანსურ ოპერაციებს და წესების დარღვევას.

დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, ქარვა მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიას. ფერები: წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი – მეტად გაზრდიან თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით რთულია ქალწულისა და მორიელისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური, საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები