LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4589
მიხეილ ცაგარელი

დღის რეკომენდაციები – დღე ტრავმულ-ავარიულია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით მოძრაობისას – საჭესთან, ქვეითად და ზოგადად გადაადგილების დროს. დღის განმავლობაში შესაძლებელია ადრე მოფიქრებული პოზიტიური იდეების რეალიზაცია.

დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავის, მკერდისა და კანის მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ტატუს გაკეთებას, სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს და ალერგიული პროდუქტების მიღებას, როგორიცაა თხილი, თაფლი და სხვა. არ არის სასურველი დღეს ხელმძღვანელებთან, გავლენიან პირებთან ურთიერთობა, ვაჭრობა, ფინანსური ოპერაციების წარმოება, ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება და თანამშრომლების მიღება სამსახურში.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში დღეს გამოიკვეთება სიმსუბუქე, უშუალობა და კომუნიკაციის კომფორტი. ეს ხელს უწყობს პოზიტიურ კონტაქტებს, ერთობლივ საქმიანობას და ურთიერთგაგებას.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელს უწყობს ნადირობას, თევზაობას, მანქანის ყიდვა-გაყიდვას, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, კოლექციის შეგროვებას, მშენებლობას და სამიწათმოქმედო საქმიანობას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან განსაკუთრებით ეფექტურია ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი – ისინი მათი გამოყენების შემთხვევაში მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და გაზრდიან ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი და ლურჯი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღე კუროს, ქალწულისა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია ტყუპების, ლომისა და მერწყულის ნიშანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები