LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4847
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დაიწყება დილის 04:48 საათზე და გაგრძელდება საღამოს 18:09-მდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია საგრძნობლად ამცირებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

ამასთან, დღე გეომაგნიტური აქტივობით არის დატვირთული, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაა არასასურველი. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და სხვა დისკომფორტი. აუცილებელია წნევის რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობის გამოყენება.

პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობები დღეს შესაძლოა გახდეს უფრო ვნებიანი და ემოციურად ღრმა.

ჯანმრთელობა – კარგი დროა ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემისა და სწორი ნაწლავის მკურნალობისთვის. სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ასევე ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. მოერიდეთ სხივურ თერაპიას, ალკოჰოლისა და ზედმეტად ცხარე საკვების მიღებას. სასარგებლოა მეტი მოძრაობა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – პოზიტიურია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, ნადირობა და თევზაობა, საკუთარი კომპეტენციისა და თვითშეფასების წარმოჩენა, რემონტის დაწყება, საქონლის შეძენა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

სასურველია დღეს თავი შეიკავოთ ახალი საქმის დაწყებისგან, ახალი თანამშრომლის მიღებისა და პარტნიორული თანამშრომლობის დაწყებისგან. ასევე, არ არის რეკომენდებული საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სესხის აღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან სასიკეთოა გამოიყენოთ ოპალი, ტოპაზი, იასპი და ფირუზი. ფერებიდან -წითელი, შავი, ლურჯი, იისფერი და მწვანე ტონები გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია ქალწულისა და მორიელისათვის.

შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები