LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

206
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მშვიდი და სტაბილური კუროს, მთვარე კი გონებამახვილი და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას 6 ივნისამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთი მხრივ, აქტიურობას და კომუნიკაბელურობას, შეუპოვრობას და მიზანდასახულობას, მეორე მხრივ,

ეგოიზმს და სიჯიუტეს, სულსწრაფობას და სიზარმაცეს გააძლიერებს. 

დაეხმარეთ ბავშვებს კარგისა და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გარჩევაში.

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, არ ღირს საიდუმლოს და საკუთარი გეგმების გათქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, კონფერენციებისა და აუქციონების მოწყობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები