მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:35-დან 09:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება. მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.
პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა მნიშვნელოვანი საკითხების პარტნიორთან ერთად განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისთვის, ფილტვებისა და კუჭის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.