LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4263
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება თხის რქის შრომისუნარიან, ნებისყოფიან, მომთმენ და საკმაოდ პრაგმატულ ნიშანში, ხოლო მთვარე მეტად ერთგულ კუროშია. ეს ტენდენციები მზის ზეგავლენის შედეგად მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში.

დღის რეკომენდაცია – დღეს მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებსა და სარისკო მოქმედებებს. კარგი დღეა შერიგებისთვის, ურთიერთობების აღსადგენად და ახლობელთა თხოვნის შესასრულებლად. ასევე ხელსაყრელი დროა სალონისა და მასაჟისთვის, ადრე ჩაფიქრებული საქმის სისრულეში მოსაყვანად და ბიზნესში წარმატების მისაღწევად. გარდა ამისა, დღე კარგია უძრავი ქონების შესაძენად, ხელს უწყობს ქორწინებას, ახალ ნაცნობობასა და მეგობრულ კონტაქტებს, კულტურულ გასართობ ღონისძიებებს, მგზავრობა-მოგზაურობასა და შემოქმედებითი ნიჭის უკეთ გამოვლენას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავის ზონა. აღნიშნულ ორგანოებზე ნებისმიერი ოპერაცია ან სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

საკვებ რაციონში მეტად შევიტანოთ ზღვის პროდუქტები, გოგრა და სტაფილო, რაც მეტად გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. მოერიდეთ დღეს პაპილომებისა და ხალების მოშორებას.

დღის მინერალები და ფერები – აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი და ზურმუხტი იზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. სასურველი ფერებია ყავისფერი, ბეჟი, მწვანე, ტერაკოტისფერი და ცისფერი ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების წარმომადგენლებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის და ტყუპების ნიშნებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები