LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1869
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 15:30-დან 00:00-მდე გასტანს. ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ავარიების, ტრავმების მიზეზი.

დღეს დაეყრდენით ინტუიციას. იყავით მეტად კეთილსინდისიერი, ქველმოქმედი, გამოიჩინეთ თანადგომა. მეტად განავითარეთ სულიერება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს დაწყებული საქმე, შეიძლება, კარგად განვითარდეს.

მოერიდეთ საიდუმლოს გაცემას, თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ დაეყრდნობით ილუზიებს. ხელს ნუ ახლებთ მცენარეებს. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ შავი გაგატი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ციტრინი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ვერცხლისფერ, ცისფერ, ყვითელ, წითელ ვარდისფერ ტონებს, ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.

ჯანმრთელობა – სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენები.

დღეს კარგია დიეტის დაწყება.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე წარმატებულია ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის, შედარებით დაძაბულია კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის. სხვა ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები