დღე დაიწყება მთვარის მიმართულებადაკარგული ფაზით, რომელიც დილის 08:00 საათიდან 24:00-მდე გასტანს. ამ პერიოდში ადამიანების ყურადღება მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ზრდის ავარიებისა და ტრავმების რისკს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.
დღეს აუცილებელია პარტნიორებთან ფინანსების წინასწარ შეთანხმება, რადგან დაუგეგმავმა დაპირებებმა ან ზედმეტმა გულუბრყვილობამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს.
პარტნიორული ურთიერთობები – მოერიდეთ ტრაბახსა და გადაჭარბებულ დაპირებებს – ამან შეიძლება ურთიერთობაში დაძაბულობა და გაუგებრობა წარმოქმნას.
ჯანმრთელობა – დღე ხელს უწყობს: სისხლძარღვების, კბილების და სენსორული ორგანოების მკურნალობას. არ არის რეკომენდებული: მარილიანი და ალერგიული საკვები, დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სუსტი წერტილებია: ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინული სისტემა და თირკმლების ზონა
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ხელსაყრელია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითგამოხატვისთვის, წარმატებული იქნება სწრაფად შესასრულებელი საქმეები, დღევანდელი დღე ხელს უწყობს ხელოვნების ნიმუშების შეძენას. ასევე, შესაფერისია მეგობრული კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
დღის ფერები და მინერალები – მინერალები, რომლებიც დღეს სასიკეთო ენერგიებს იზიდავს: ნეფრიტი, ლაზურიტი, ციტრინი და საფირონია. ხოლო ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ყვითელი ტონები მოიზიდავენ თქვენდამი ბუნებრივ შარმსა და გაზრდიან ცხოვრებისეულ შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის. შედარებით დაძაბული იქნება ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის.