მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:52-დან 00:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ბუნებაში ერთად სეირნობისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საოჯახო და სანათესავო კონტაქტებისთვის, ხალხური შემოქმედების ნიმუშების და საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის და ანტიკვარიატის შეძენისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, კენკრით და რძის ნაწარმით. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და კუჭს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აქატი, მალაქიტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.