მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -13:19-დან 23:17 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის 16 აპრილამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, რომანტიზმს, ინტუიუციას და იუმორის გრძნობას, მეორეს მხრივ დეპრესიას, წარსულზე ფიქრსა და ტყუილებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს, პლანეტა ნეპტუნის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კი, შემოქმედებით ნიჭს, ქველმოქმედების სურვილს, რელიგიისა და კოსმიური საკითხებისადმი ინტერესს გააძლიერებს.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია პროვოკაციების ალბათობა.
თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საკუთარი გეგმების გასაჯაროებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორთან კამათს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სპორტული ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების და ფინანსური დოკუმენტების გაფორმება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოები.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, გიშერი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.